აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ხიზანაშვილი, ურბნელი ნიკო (1851-1906)

მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. 1870 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1876 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა გამომძიებლად ზანგეზურში, ცხინვალში, სურამში, თიანეთში, მომრიგებელი მოსამართლის მოადგილედ თბილისში. თანამშრომლობდა „დროებაში“, „ივერიაში“, „იმედში“, „მოამბეში“. ხიზანაშვილს ეკუთვნის მრავალმხრივ საინტერესო პუბლიცისტური წერილები („ჩვენი ცხოვრების ევოლუცია“, „გუჯრები ა. ხახანაშვილისა“, „ეხლანდელი სამწერლო ენა“, „კრწანისის ბრძოლა“, „ლიტერატურული მიმოხილვა“, „ქართული ენის შემოღების გამო“, „ეკონომიკა თუ აგრონომია“, „საფუძვლები სახალხო განათლებისა“, „ძველი და ახალი თაობა“ და სხვა). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.