აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილია ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) 

მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი. ობოლი ბავშვი თბილისში ჩამოიყვანეს და შეგირდად სავაჭრო დუქანში მიაბარეს. აქედან მოყოლებული, რასაც მიაღწია, მიაღწია დაუცხრომელი შრომით. ნიჭიერ ახალგაზრდას შეუგროვეს ფული და 1860 წელს პეტერბურგში გაგზავნეს. აქ ნიჭიერმა და შრომის მოყვარე ყმაწვილმა ექსტერნად ჩააბარა გამოცდები, მიიღო გიმნაზიის დამთავრების ატესტატი და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. 1868 წელს ი. ოქრომჭედლიშვილმა დაამთავრა უნივერსიტეტის ქართულ-სომხური განყოფილება და წარდგენილი ნაშრომისათვის „თემურ ლენგის ლაშქრობა საქართველოში“ მიენიჭა კანდიდატის ხარისხი. ილია ოქრომჭედლიშვილი გამოირჩეოდა მედსენატობითაც. რუსეთში ყოფნისას ილია ოქრომჭედლიშვლი მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკაში — აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის სამეცნიერო სტატიებს და წერილებს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.