აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ჭანტურია (1881-1941) 

მეცნიერი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი. აკაკი ჭანტურია ინგლისში 1904 წელს გაემგზავრა და ერთ ოჯახში რუსული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და უნივერსიტეტში გეოლოგირ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და ხელოვნება, 1912 წელს აკაკი საქართველოში დაბრუნდა. მან სამეგრელოში დიდძალი გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა შეაგროვა, დაახარისხა და მამაპაპეული ოდის დიდ დარბაზში სანიმუშო გამოფენა მოაწყო. ამავე თემას უძღვნა საკვალიფიკაციო ნაშრომი „საქართველოს გეოლოგია“, რომელიც 1919 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოიცა. 1913 წლის ბოლოს აკაკი ჭანტურია კვლავ საზღვარგარეთ წავიდა. სწავლობდა ლონდონის ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯსა და სამხატვრო კოლეჯში, იქვე მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო წოდებაც. 1919 წელს აკაკი ჭანტურია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ბარეტის კოლეჯში სწავლობდა. ამერიკაში დარჩა 4 წელი. ინგლისში დაბრუნებულმა ცოლად შეირთო ლონდონელი ქალი ქეით უოლტერ ბოლი. 1920 წელს აკაკი მეუღლესთან და უფროს ვაჟიშვილთან ერთად საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სოფელში დასახლდა. მეუღლეს შეასწავლა ქართული და მეგრული. მუზეუმი, რომელსაც „სამეგრელოს მუზეუმი“ ეწოდა, 1921 წლის 1 მაისს გაიხსნა. 1937 წლიდან დაიწყო აკაკი ჭანტურიას აშკარა დევნა. 1940 წლის 23 ივლისს დადიანების სასახლში აკაკი ჭანტურიას ეპოქა დასრულდა. მეცნიერმა სიძველეთსაცავი სამუდამოდ დატოვა, რის გამოც საგანძური გაიძარცვა. დაკრძალულია ზუგდიდში, ქაფათის სასაფლაოზე.