აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პავლე ინგოროყვა (1893-1983)

ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1912 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სტუდენტობის პერიოდშივე, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". 1916 წელს, საქართველოში დაბრუნდა. 1925 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა "ქართული წიგნი", 1924-1928 წლებში, დაიწყო აქტიური მუშაობა "ვეფხისტყაოსნისა" და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929 წელს დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. 1936-1938 წლებში იყო "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" პირველი რედაქციის სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი. მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია მეუღლისადმი მიძღვნილი "გიორგი მერჩულე", რომელზედაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა. ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.