აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პლატონ იოსელიანი (1809-1875) 

ისტორიკოსი. დამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით 1835 წელს. მუშაობდა თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად. 1845-1856წწ. რედაქტორობდა თბილისში გამომავალ რუსულ პერიოდულ გაზეთს ''ზაკავკაზსკი ვესტნიკს''. 1849 წელს საბერძნეთში ყოფნისას, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. 1860-1875წწ. გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლასა და მათი წარმოშობის პრობლემებს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.