აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აბელ სურგულაძე (1933-2001)

პუბლიცისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მის სახელთან არის დაკავშირებული 1991 წელს უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის დაფუძნება და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია. ცნობილი მკვლევრის რედაქტორობით დაიწყო საქართველოს ისტორიის კათედრის გაზეთ "ძლევაის" და კრებულ "საისტორიო მაცნე"-ს გამოცემა. კონფერენციის ფარგლებში მკვლევრებმა სამეცნიერო სტატიები წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე. პროფესორი აბელ სურგულაძე იკვლევდა საქართველოს XVIII-XX საუკუნეების საკვანძო საკითხებსა და აჭარის ისტორიის პრობლემებს. მეცნიერმა მოღვაწეობის 45 წლის მანძილზე გამოაქვეყნა 30-მდე წიგნი, 400-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მოგონებები გამოჩენილ ადამიანებსა და მამულიშვილებზე. ნაყოფიერ სამეცნიერო კველვა-ძიებას პროფესორი აბელ სურგულაძე უთავსებდა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორის აქტიურ, შრომატევად საქმიანობას. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში