აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი (1889-1967)

მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ხარკოვის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. 1915-1918 წლებში იგი ძველი მსოფლიოს და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ალ. წერეთელი ლექციებს კითხულობდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში. აირჩიეს საქართველოს მწერალთა ახლადდაარსებული კავშირის წევრად. 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იგი მიღებულ იქნა მის ასპირანტად. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იყო ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1917-1919 წლებში არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე). დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.