აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

არჩილ ხარაძე (1895-1976)

მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1912 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. 1918 წელს მიიწვიეს მათემატიკური ანალიზის კათედრაზე ასისტენტად ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია რომ არჩილ ხარაძემ პირველმა წაიკითხა ქართულად ლექცია მათემატიკაში. 1922 წელს ჩააბარა სადოქტორო გამოცდები და დატოვეს დოცენტად მათემატიკური ანალიზის კათედრაზე, რომელსაც განაგებდა ანდრია რაზმაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭობ ა. ხარაძე აირჩია პროფესორად და დაამტკიცა კათედრის გამგედ. ერთხანს იყო დეკანიც, ხოლო 1938-1944 წლებში უნივერსიტეტის პრორექტორი. 1947-1952 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.