აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ყიფშიძე (1890-1919)

ფილოლოგი, ისტორიკოსი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. აქ ის აქტიურად ჩაება უნივერსიტეტში არსებულ ქართველოლოგიური წრის მუშაობაში, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. 1916 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ქართულ-სომხური განყოფილება. სტუდენტობიდანვე ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ნიკო მარის ხელმძღვანელობით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.