აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოსებ ყიფშიძე (1882-1919) 

ენათმეცნიერი, ფილოლოგი. თსუ-ის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი, ქართული ენის კათედრის გამგე (1918-1919) დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი (1911) და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა „აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში“, კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. აქ მან რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „ქართული ენის გრამატიკა“ (1911). 1914 წელს პეტერბურგში გამოსცა „მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით“. 1915 წელს ყიფშიძე პრივატ-დოცენტი იყო და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ქართული ენის კურსს კითხულობდა. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში, მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში. 2013 წლის 26 დეკემბერს იოსებ ყიფშიძე დიდუბის პანთეონიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადმოასვენეს.