აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ბარათაშვილი (ბარათაევი) (1784-1856)

ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი. 1820-1835 წლებში ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პერიოდში სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა "სათნოების გასაღების" სახელწოდებით. 1826 დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მამხილებელი მასალის უქონლობის გამო (ბარათაშვილმა მოსპო თავისი მიმოწერა და სხვა საბუთები) მალე გაათავისუფლეს. შემდეგში ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წ. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1815-1835 წლებში მიხეილ ბარათაშვილი სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1815 წლის 21 დეკემბერს იგი გახდა სიმბირსკის მაზრის თავადაზნაურობის, ხოლო 1820 წლის 1 იანვრიდან გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პოსტზე მიხეილი სამ–სამი წლის ვადით ხუთჯერ აირჩიეს და 15 წლის მანძილზე თავდადებითა და უანგაროდ ემსახურებოდა სიმბირსკის გუბერნიის მოსახლეობას. დაკრძალულია სიმბირსკში, პოკროვის მონასტერში.