აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვარლამ ქელბაქიანი (1933-2002)

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდების და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე, საქართველოს პედაგოგიური და ეროვნული მეცნიერებების აკადემიების აკადემიკოსი. მუშაობდა ქუთაისის საშუალო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად, ინსტიტუტის უფროს მეთოდისტად, დეკანად, პრორექტორად, მათემატიკის კათედრის დოცენტად, კათედრის გამგედ და უნივერსიტეტის რექტორად. დაკრძალულია ქუთაისში.