აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე რონდელი (1942-2015)

პოლიტოლოგი, დიპლომატი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974). 1976—1977 წლებში ალ. რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წლებში — ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს — მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), ხოლო 1992, 1995 და 1997 წლებში — უილიამს კოლეჯში. 1991—1996 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. შემდგომ წლებში იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.