აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ლორთქიფანიძე (1905-1992) 

მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, სსრ კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1947–1960წწ. იყო საქართველოს პედაგოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1963–1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური კათედრის გამგე; იკვლევდა პედაგოგიური თეორიის და ისტორიის საკითხებს. მისი ნაშრომები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, მოლდავურ, ჩეხურ, სლოვაკურ, უნგრულ და სხვა ენებზე. იყო პედაგოგიკის ქართული სახელმძღვანელოს(1956, 1970) თანაავტორი და იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეულის(1952-1965) ერთ–ერთი რედაქტორი. გარდაიცვალა 1992 წლის 11 თებერვალს თბილისში, დაკრძალულია საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.