აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მერაბ თევზაძე (1939-2011)

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საინჟინრო გეოდეზიის ეროვნული სამეცნიერო სკოლის წინამძღოლი. 1961 წელს სამთო ინჟინერ-მარკშეიდერის წოდება მიენიჭა. 1965 წელს ჩაერიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტის ასპირანტურაში, საიდანაც მივლენილ იქნა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის გეოდეზიის კათედრაზე. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო გეოდეზიისა და სამარკშეიდერო საქმის კათედრაზე. 1985 წელს მერაბ თევზაძე ამ კათედრის გამგედ აირჩიეს. 1998 წელს მოსკოვის სამთო ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში,