აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ თევზაძე (1908-1985)

გეოდეზისტი და მარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართვ. მეცნ. და ტექ. დამსახურებული მოღვაწე. 1941–85 იყო სპი-ის  საინჟ. გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. ავტორია საინჟ. გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი (1974–85), რომელშიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის მიენიჭა საქართვ, სახელმწ. პრემია (1988). მისი შრომების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახ. სპეციალობა – `საინჟინრო გეოდეზია”. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლ. პირობების მქონე თბილისის მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდ. საფუძვლის პროექტირებასა და მის განხორციელებაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.