აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ ლომოური (1926-2016)

ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, მუზეუმების საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1965-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1969-1971წწ. ამავე უნივერსიტეტის ძველი ისტორიის კათედრის გამგე; 1971-1979წწ. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1992 წლიდან შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მამის, იულონ ლომოურის გვერდით.