აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კალისტრატე გაბუნია (1888-1937)

გეოლოგი, გამოყენებითი გეოლოგიის ფუძემდებელი, პროფესორი (1930), საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების დამაარსებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1918 წელს. სტუდენტობაშივე ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას ვ. ობრუჩევისა და დ. უსევის ხელმძღვანელობით; 1919 წელს აირჩიეს პეტროგრადის გეოლოგიური კომიტეტის გეოლოგად. სწავლობდა შორეული აღმოსავლეთისა და მანჯურიის გეოლოგიას. ეწეოდა პედაგოგიკურ მოღვაწეობას,1923-1924 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ტომსკის უნივერსიტეტში; 1924 წლიდან მუშაობდა რუსეთის გეოლოგიური კომიტეტის ციმბირის განყოფილებაში, ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამთო განყოფილებაში. კალისტრატე გაბუნია1924 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გამოყენებითი გეოლოგიის დარგებს (სასარგებლო წიაღისეული ძიება, საინჟირო და ჰიდროლოგია, კაუსტო-ბიოლითების გეოლოგია). 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე დააარსა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრა. 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1932 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი. 1930 წლიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიია კათედრას. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.