აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სერგო გორგაძე (1876-1929)

ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი 1886 წელს შევიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; 1897 წელს — თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო შემდეგ — ყაზანის სასულიერო აკადემია. 1901 წელს მიენიჭა კანდიდატის ხარისხი. არის ავტორი რიგი ნაშრომებისა საქართველოს ისტორიის შესახებ. მანვე შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, გამოსცა ქართული ლიტერატურული ძეგლები, აგრეთვე, ქართული მართლწერის წიგნი (1916). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.