აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ბიძინა კანდელაკი (1902-1970)

ქიმიკოსი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი და ასისტენტად დატოვეს პროფესორ პ. მელიქიშვილთან. 1927 წელს მიავლინეს გერმანიაში, სადაც წარმატებით დაამთავრა გეტინგენის უივერსიტეტის ქიმიური განყოფილება, შემდეგ იქვე მუშაობდა. 1929 წელს ასევე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა ქიმიის კათედრებს სხვადასხვა ინსტიტუტში. 1935 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრას. 1936-1939 წლებში იყო თბილისის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.