აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გივი მაჭავარიანი (1927-1968)

ენათმეცნიერი, პროფესორი. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, შემდეგ ასპირანტურა. უკანასკნელი 14 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1966 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იგი იყო ფართო დიაპაზონის მეცნიერი. ერკვეოდა მომიჯნავე ჰუმანიტარულ დარგებშიც, მაგრამ ცენტრალური ადგილი მის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაინც ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის შესწავლას ეჭირა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.