აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოსებ მეგრელიძე (1909-1996)

ფილოლოგი. 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი. ავტორია ნაშრომებისა ქართული და ქართველური, დაღესტნურ-დიდოური ენების, რუსთაველოლოგიისა და ქართული მწერლობის, ქართული და კავკასიური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიისა და ეპიგრაფიკის, არმენისტიკის საკითხებზე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.