აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ კანდელაკი (1907-1965)

ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ბათუმის საშუალო სპეციალურ სასწავლებელში პედაგოგად და პარალელურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. ამ პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი. 1938 წელს გამოდის თბილისში და მუშაობას იწყებს სხვადასხვა თანამდებობებზე, თანამშრომლობს თელავის, ბათუმის, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორად, კათედრის გამგედ. ნიკოლოზ კანდელაკი ერთი პირველთაგანია, ვინც იკვლევდა ქართული მჭერმეტყველების ისტორიას. ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მისმა ნაშრომებმა: „ქართული მჭერმეტყველება. ძეგლები და მასალები“, „ქართული კლასიკური მჭერმეტყველება“, „ქართული მჭერმეტყველება. პირველი ქართველი ორატორები“ და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.