აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ფერიდე აცამბა (1922-2016)

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების რელიგიების ისტორიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, „მეგობრობის ორდენის“ კავალერი. 1938-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაასრულა 1950 წელს. 1956 წლიდან გარდაცვალების დღემდე მუშაობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტსა და აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტში, იყო ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი და 1991 წლიდან - პროფესორი. შვიდი წლის განმავლობაში იგი გახლდათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე, 1990 წლიდან იყო აზიისა და აფრიკის ქვეყნების რელიგიების ისტორიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ცნობილი მეცნიერი დაჯილდოებული იყო მედლებით, მინიჭებული აქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის წოდება, პროფესორმა ფერიდე აცამბამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზი მეცნიერის აღზრდაში. დაკრძალულია ბათუმში, აფხაზთა სასაფლაოზე.