აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ენვერ ხაბაძე (1923-2001)

საქართველოს სახალხო არტისტი. 1946 წელს ენვერ ხაბაძემ პირველად დადგა სცენაზე და ქორეოგრაფიულ სამყაროს გააცნო აჭარული სატრფიალო ცეკვა, სახელიც თავად შეურჩია და „განდაგანა“ უწოდა. მანვე ქართულ რეპერტუარში დაამკვიდრა დიდებული ცეკვები „გადახვეული ხორუმი“ და „ოჰოი-ნანო“. 1947 წელს კი ენვერ ხაბაძემ შექმნა „ლაზ მეთევზეთა ცეკვა“, იგივე „ლაზური“, 1948 წელს ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიწვევით ენვერ ხაბაძემ საქართველოს ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში დადგა „გადახვეული ხორუმი“ და „ლაზური“, 1966 წელს კი აქვე „ხორუმის“ დადგმა განახორციელა. აღსანიშნავია, ისიც რომ ენვერ ხაბაძემ ქორეოგრაფიის მუსიკალურ ნაწილში პირველად შემოიტანა ჭიბონის ხმოვანება, რითაც ამ ცეკვებმა ახალი პლასტები შეიძინა. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.