აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ლაფაური (1926-1975)

ბალეტმაისტერი დაიბადა 1926 წლის 15 ივნისს მოსკოვში. მამა თბილისელი ჰყავდა, დედა – რიმა ვლადიმიროვა, მოსკოვის მკვიდრი იყო. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1944, პედაგოგი: ნ.ი. ტარასოვი) და მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილება (1958, პედაგოგი: რ. ვ. ზახაროვი). 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო დიდი თეატრის წამყვანი მოცეკვავე, ალექსანდრე ლაფაურს შესრულებული აქვს ოცზე მეტი როლი, ბალეტმაისტერი დაიღუპა ავტოავარიაში 1975 წლის 6 აგვისტოს, მოსკოვში. დაკრძალულია ვედენსკოეს სასაფლაოზე.