აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ გრიგორაშვილი (1905-1962) 

საოპერო თეატრის სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1958). 1935 წელს დაამთავრა კონსერვატორია და ჩაირიცხა თბილისის საოპერო სტუდიაში. 1936 წელს იგი უკვე საოპერო თეატრშია. თავისი არტისტული კარიერის მანძილზე იმღერა ბანის ორმოცდაათამდე წამყვანი პარტია. 1937 და 1958 წლების დეკადებზე მოსკოვში გ. გრიგორაშვილს დიდი წარმატება ხვდა წილად. კინოფილმ „ჯურღაის ფარში“ მონაწილეობისათვის 1950 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო პრემია. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.