აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვლადიმერ ახობაძე (1918-1971) 

მუსიკათმცოდნე, კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1938 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც სამამულო ომის გამო 1947 წელს დაასრულა. 1950 წლიდან იწყება მისი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობა კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრაზე. იგი იკვლევდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის ნაკლებად შესწავლილ საკითხებს. მის საგულისხმო ნაშრომებს ქართული ფოლკლორისტიკის ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.