აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ბადრიძე (1899-1987) 

მომღერალი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943). 1926-1934 თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1934-1936 მღეროდა ეკატერინბურგის, 1936-1944 კვლავ თბილისის, 1944-1948 მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენებზე; 1937-იდან სსრკ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო. 1952-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში 1957-1958, როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა (ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი), სადაც ბადრიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნული საოპერო დასი და დაიდგა პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი" (პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში). 1962-იდან ბადრიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო. 1967-1970 მივლინებული იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუშაობა ჩაატარა ეროვნული ვოკალური ხელოვნების განვითარებისათვის. დაკრძალულია მოსკოვში.