აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით (დათა) ჯავრიშვილი (1894-1971)

ქორეოგრაფი, სპორტსმენი, პედაგოგი, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი ბალეტმეისტერი და ეროვნული ქორეოგრაფიის მკვლევარი. მოღვაწეობა დაიწყო როგორც სპორტსმენმა. 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის აღორძინების მიზნით თბილისში დააარსა პირველი სპორტული საზოგადოება "ამირანი". იყო სპორტული საზოგადოება "შევარდენის" წევრი. 1926-31 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ბათუმის ქორეოგრაფიულ სტუდიას. 1932 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. 1933-53 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერი. დიდი წარმატებით მოღვაწეობდა მოსკოვის, ხარკოვის, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში. 1934-51 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიას, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს ასწავლიდა სასცენო მოძრაობას. 1953 წლიდან იყო საქართველოს ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.