აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ილიკო სუხიშვილი (1907-1985)

მოცეკვავე, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელი. წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში, პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1935 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მან ფესტივალის ლაურეატის წოდება და მედალი დაიმსახურა. 1936 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. 1945 წელს, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.