აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ეთერ ჭელიძე (1938-1987)

მომღერალი. ძალიან პატარა ასაკში უსწავლია გიტარაზე დაკვრა. კარგად უკრავდა აკორდეონზე, როიალზე, ბანჯოზე. სკოლაში პატარა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლიც კი ჩამოუყალიბებია. 6 წლის იყო, როცა მისი პირველი და სერიოზული დებიუტი შედგა რუსთაველის თეატრის სცენაზე ნატო ვაჩნაძის საიუბილეო საღამოზე, სადაც გიტარის თანხლებით, რომანსი იმღერა. 11 წლის ასაკში დაწერა „სიყვარულო, სიყვარულო რა ხარო”, რომელიც ხალხმა უცებ აიტაცა. 17 წლიდან დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა სახელმწიფო ორკესტრ „რეროში”. პოლონეთში, სოპოტის ფესტივალზე „სულიკო” გაიტანა დოლების თანხლებით, რასაც ჩვენ დღეს „რემიქსს“ ვუწოდებთ. ალბათ, აღსანიშნავია მისი გასტროლები მიშელ ლეგრანთან ერთად. ლეგრანი იმდენად აღფრთოვანებული იყო მისით, რომ უთხრა: შენ აუცილებლად უნდა დარჩე აქ. მართალია, ქართულია, მაგრამ შენს სიმღერებში რაღაც ჩვენებურსაც ვხედავო. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.