აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ჩიჯავაძე (1917-1971)

ქართველი ვიოლონჩელისტი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1937 წელს ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში, რომმელიც 1945 წელს დაამტავრა, ხოლო 1949 წელს კი იქვე დაასრულა ასპირანტურის კურსი. 1935-1937 წლებში ახალგაზრდა მუსიკოსმა დიდ წარმატებებს მიაღწია — გაიმარჯვა საკავშირო კონკურსებზე და ორჯერ მოიპოვა ლაურეატის საპატიო წოდება. 1950-1952 წლებში ა. ჩიჯავაძე მოსკოვის ფილარმონიის ოლისტია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საკონცერტო შემოქმედებით საქმიანობას. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, როგორც პროფესორი, კაიროს კონსერვატორიაში ხელმძღვანელობდა ვიოლონჩელოს კლასს. დაიღუპა ავტოავარიაში რუსეთიდან სამშობლოში მგზავრობის დროს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.