აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნინო ხურციძე (1975-2018)

მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა (1989, 1993) და კაცთა შორის (1998). ევროპის ჩემპიონი (1992), ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1993, 95) 20-წლამდელთა შორის. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე (2000, თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი) და მესამე (1998) პრიზიორი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1994, 1996 — გუნდური, 1998 — პირადი). მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004) და ზონალური ტურნირების მონაწილე (1993, 1996). დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

საფლავის სურათები, ოჯახთან შეთანხმებით, მოგვაწოდა ქალბატონმა სალომე მელიამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.