აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დიდიმ მირცხულავა (1912-1997)

დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1936–1938წწ. მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სხელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამუსიკო ნაწილის გამგედ და დირიჟორად; 1937 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1951 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1968 წლიდან პროფესორი; დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.