აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ევგენი მაჭავარიანი (1937-1997)

მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს. 1956–1958წწ. იყო ზუგდიდის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1958 წლიდან ლექტორი–მუსიკათმცოდნე; 1963–1970წწ. იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1966–1970წწ. საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების მთავარი რედაქტორი, 1977 წლიდან მუსიკალური მაუწყებლობის მთავარი კონსულტანტი, 1979–1982წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის მუსიკალური პროგრამების რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1970 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის ინსპექტორი; 1970 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური განყოფილების უფროსი; 1982 წლიდან ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.