აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით გამრეკელი (1911-1977) 

საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1937 წელს მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, მომღერალმა დიდი წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია ფალიაშვილის ”დაისიდან”. კიდევ ერთი წლის შემდეგ გამრეკელი ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა. მომდევნო პერიოდში თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მან წამყვანი პარტიები იმღერა ქართულ და უცხოურ ოპერებში. 1943 წელს მოსკოვის დიდ თეატრში სოლისტად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის მთავარ სცენაზე ქართველმა ბარიტონმა რვა წელი, 1944-დან 52-მდე, გაატარა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.