აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიგო ერქომაიშვილი (1840-1947) 

თვითნასწავლი მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი. გიგო ერქომაიშვილის ჩანაწერები ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერებია. მისი გუნდის მიერ ნამღერი 50 სიმღერა 1907 წელს ჩაწერეს გერმანელებმა თბილისში. ერქომაიშვილი სოფელში ავტორიტეტულ ადამიანად ითვლებოდა და მასთან ხშირად მიდიოდნენ აზრის საკითხავად, აირჩიეს სოფლის მამასახლისად. იფარებდა ფირალებს. 1929 წელს 90 წლისამ მონაწილეობა მიიღო ლენინგრადში გამართულ ოლიმპიადაზე. ერთ-ერთ კონცერტს დაესწრო ფრანგი მწერალი რომენ როლანი მაქსიმ გორკისთან ერთად და მოიხიბლა შესრულებით. დაკრძალულია ოზურგეთის რაიონში, სოფელ მაკვანეთში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გიორგი ჟღენტმა