აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გივი აზმაიფარაშვილი (1930-2003)

დირიჟორი, მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი 1955 წელს და პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი 1960 წელს. 1965-1967წწ. საქართველოს კამერული ორკესტრის დამაარსებელი და პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი; 1960-1974წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი; 1974-1982წწ. მთვარი დირიჟორი; 1982 წლიდან საქტელერადიოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პროფესორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.