აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სანდრო კავსაძე (1874-1939)

სიმღერა მამამ შეასწავლა, დაწყებითი განათლება სოფელ ხოვლეს ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელში, ამავდროულად ლოტბარის თანაშემწედ მუშაობდა. მოგვიანებით ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტი გახდა. 1911 წელს საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა. იმერეთში მან რამდენიმე გუნდი შექმნა. 1935 წლიდან ალექსანდრე კავსაძემ მოღვაწეობა თბილისში გააგრძელა. ის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. ისვე ხელმძღვანელობდა გუნდს 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე. უკან დაბუნებული კავსაძე დაავადდა, ხმა დაკარგა და ორ წელიწადში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.