აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოდისეი დიმიტრიადი (1908-2005)

დირიჟორი, სსრკ სახალხო არტისტი (1958). თბილისის, ბათუმისა და ათენის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით 1930 წელს; 1936 წელს ქ. ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილება. 1937-1947წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1947-1952წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1952-1965წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1965-1973წწ. სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი; 1973-1991წწ. საქართველოს მთავარი დირიჟორი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. დადგმული აქვს თითქმის ყველა ქართული ოპერა. დაკრძალულია თბილისში, ოპერის ბაღში.