აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვალერიან ქაშაკაშვილი (1898-1954)

საოპერო მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. 1923 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1925 წელს განათლების სახალხო კომისარიატმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნა იტალიაში. სამი წლის მანძილზე ოსტატობას იმღლებდა მარიო სამარკოსთან, მილანის თეატრ „ლა სკალაში“. რომისა და გენუას საოპერო თეატრების სცენაზე დიდი წარმატებით გამოდიოდა ქაშელისა და თორელის ფსევდონიმით. 1928 წელს დაბრუნდა სამშობლოში. დიდს შემოქმედებით და ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. თავგამოდებით ემსახურებოდა ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტების აღზრდის საქმეს, ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში, ხოლო შემდეგ ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.