აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ ვენაძე (ინაშვილი) (1896-1968)

მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1918 წელს შევიდა ვ. როდნოვის საოპერო სტუდიაში, შემდეგ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. სწავლის პერიოდშივე მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებში, რომლის სოლისტი იყო 1941 წლამდე. მას შესრულებული აქვს თბილისის საოპერო სცენაზე ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია. ომის წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიას. 1953 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი. მისი ინიციატივით შეიქმნა ქართული საცირკო კოლექტივი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.