აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვანო სარაჯიშვილი (1879-1924)

მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1888-1895წწ. მღეროდა მოსწავლეთა გუნდში; 1898-1900წწ. იყო ქართული ხალხური გუნდის ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი; 1903 წელს პეტერბურგს გაემგზავრა და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი ა. პანაევა-კარცევასთან; მისი დებიუტი პეტერბურგში 1907 წელს შედგა ჯ. ვერდის ოპერა "ტრავიატაში"; პარალელურად, 1906-1908წწ. იტალიაში კასტელანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა; პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მუშაობა იტალიურ დასში განაგრძო; 1908 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე, მღეროდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს. 1923 წლის 28 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში. 1910-1920წწ. მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, მღეროდა აბესალომისა ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი") პარტიებს. ვანო სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში.