აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მამია ბერიშვილი (1917-2003)

მედიცინის დოქტორი, ემიგრანტი. მამიამ საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა ექსტერნად. 1934 წელს ქალაქ უფის სამედიცინო ინსტიტუტში შევიდა, ორი წლის შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1941 წელს, ომში გაიწვიეს ექიმად. სევასტოპოლში ტყვედ ჩავარდა, აქედან პოლონეთში გადაიყვანეს ტყვეთა ბანაკში. ნოე ჟორდანიას შემწეობით 1943 წელს საფრანგეთში მოხვდა, ფრანგულ ჯარში მოხალისედ შევიდა და კიდევ ორი წელი იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. ომის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, მამია ბერიშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლევილში დასახლდა. გახდა ლევილის ქართული კერის ასოციაციის თავმჯდომარე. 1959 წლიდან საქართველოს სოციალ– დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს უცვლელი მდივანია. მასვე ებარა ლევილში დაცული ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის კოლექცია. უვლიდა ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოს. 1996–1997 წლებში მამია ბერიშვილისა და მასთან ერთად საარქივო კომისიის წევრების დახმარებით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი. სამშობლოს წინაშე ამ და სხვა დამსახურებისათვის მამია ბერიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება. 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლევილთან ახლოს, არპაჟონის საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილში.