აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შოთა ხაჯალია (1917-1991)

საქართველოს სახალხო არტისტი დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს. 1939-1952 წლებში იყო გორის თეატრის მსახიობი, 1952-1968 წლებში ქუთაისის, 1969-1979 წლებში თბილისის მუსკომედიის, ხოლო 1979 წლიდან თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. მისი საუკეთესო როლებია: შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გრუმიო (შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), კოტე (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), მუნჯი ბაჩუა ("ტარიელ გოლუა", ლ. ქიაჩელის მიხედვით), ხრინწა (ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია), ისიდორე ("საბრალდებო დასკვნა" ნ. დუმბაძის მიხედვით), დულიტლი (ბ. შოუს "ჩემი მშვენიერი ლედი"), ბოღმა ვანო (ცაბაძის "კურკას ქორწილი"), იეთიმ გურჯი (ცაბაძის "სიყვარულის მგოსანი ვარ"), შვეიკი (ს. ცინცაძის "შვეიკი") და სხვა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.