აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ამირან ჭიჭინაძე (1934-2007)

დრამატურგი, ინჟინერი, ხელოვნების მუშაკი. 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი; 1964 წელს კი მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები. 1957-1962 წლებში გაიარა გზა ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკოსიდან უფროს ინჟინრამდე. 1968-1973 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიის, 1974-1977 წლებში კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის, 1977-1985 წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი; ლიტერატურული განყოფილების უფროსი. ავტორია მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სცენარებისა და მოთხრობების. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო კომიტეტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 1968 წლიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე