აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გზირიშვილი (1902-1972)

ექიმი, ქირურგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. 1939-1941წწ. და 1946-1972წწ. განაგებდა ცენტრალურ კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილებას; 1941-1946წწ. ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის მთავარი ქირურგი; შემოიღო უროლოგიაში კვლევის ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი, თირკმლის ფუნქციის შესასწავლად გამოიყენა იზოტოპები, სრულყო ზოგიერთი უროლოგიური ქირურგიული ოპერაცია. მისი შრომები ეძღვნება თირკმლის კენჭოვანი დაავადების, საშარდე გზების ტუბერკულოზის, თირკმლის გადანერგვისა და სხვ. საკითხებს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.