აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით დოლიძე (1908-1960)

მათემატიკოსი, მექანიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი(1945), პროფესორი. 1934-1938წწ. იყო თბილისის სატყეო ინსტიტუტის, ხოლო 1939-1947წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე; 1941-1945წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1947-1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში; 1949-1954წწ. ტექნიკური მექანიკის კათედრის გამგე; სწავლობდა ბლანტი სითხის არასტაციონალურ სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ეფექტური აგების, არსებობისა და ერთადერთობის საკითხებს; იყო საქართველოში ჰიდროაერომექანიკის დარგის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.