აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მერი შილდელი (1915-1982)

მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1935–1937წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური). 1936–1937წწ. მღეროდა ს. კავსაძის გუნდში(კონტრალტო); 1937 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე მ. ვადაჭკორიას გვარით, 1940 წლიდან შილდელის ფსევდონიმით; 1940 წელს ესტრადის საკავშირო დათვალიერების დროს არკადი რაიკინმა მიიწვია თავის თეატრში; მალე დაბრუნდა თბილისში, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე; ქართული რეპერტუარი: ძველი ქართული რომანსები(გ. ჩუბინიშვილი, ი. ჯაბადარი, გ. ცაბაძე), სიმღერები; მისი რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ხმა იდუმალი", "შენს სიყვარულს დავიფიცებ", "მუხამბაზი". დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.